17 Views
“ლუზერებო… არ გასვენებთ გამჩენი” – ამის შესახებ პიარის სპეციალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს:
“ლუზერებო დაკვეთილი სტატიებით!მინდოდა ერთი დღე ჩემს ლამაზ გურიას და აჭარას მოვფერებოდი, მაგრამ არ გასვენებთ გამჩენი!
არ დავასახელებ გამომცემლობას, რეკლამა რომ არ გამომივიდეს, მაგრამ ნამუსი გაქვთ?
ვერ აიტანეთ განახლებული და აგუგუნებული ბათუმი, დამშვენებული გურია და ახლა, ნანატრი სეზონის წინ,თურმე შავი ზღვა საქართველოს სანაპიროზე ნაღმებს გამორიყავს,რომელიც დნეპრით ჩაედინება შავ ზღვაში.
ნამუსს ტვინიც გააყოლეთ?
რას ბოდავთ?
ეს უნდა კიდე ხალხს?
და თუ საქართველოში გამორიყავს,თურქეთში არ ჩაედინება იგივე შავი ზღვა???
მოკლედ, არ გამოვა კურორტის დისკრედიტაცია, არა!
წინ საქართველო”