27 Views
ცხინვალი-ვლადიკავკაზის გზაზე ავარია მოხდა
დაიღუპა 31 წლის ელეონორა კოკოევა, რომელიც სააგენტო ,,რესის” ჟურნალისტი იყო.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა ცხინვალი-ვლადიკავკაზის დამაკავშირებელი მაგისტრალის მე-3 კილომეტრზე მოხდა.
ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციის თანახმად ВАЗ 2114 მარკის ავტომანქანის 41 წლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.