აღარც თეატრი მინდა და აღარც ტელევიზია…“ -აჩიკო სოლოღაშვილი გამოტყდა

0
9571
23 Views

აჩიკო სოლოღაშვილი იმ შრომის მოყვარეთა რიგებშია, ვინც სამ-ოთხ სამსახურს თავისუფლად ათავსებს ერთმანეთთან. “რუსთავი 2-ზე” გადაცემები მიჰყავს, წლებია ვასო აბაშიძის სახელობის მუსკომედიის (ახალი თეატრის) დასის წევრია, ოთხი წელია თეატრალურ უნივერსიტეტში ლექტორია.

გამოგვიტყდა, რომ გადაღლილია და ერთი სული აქვს, თავის ცისფერთვალა სანისთან ერთად ქალაქგარეთ, სიმწვანეში გავიდეს და დაისვენოს.

ამბობს, მომთხოვნი ლექტორი ვარო, და თუ რას ფიქრობს ის ახალ თაობაზე, “პრაიმტაიმისთვის” მიცემული ინტერვიუდან შეიტყობთ.

აჩიკო სოლოღაშვილი: ერთი სული მაქვს როდის დადგება ივლისი, რომ საქმეები და სამსახურები ჩამოვიშორო; დარჩება მხოლოდ ტელევიზია და ქალაქგარეთ წავალთ. აღარ შემიძლია ქალაქის ხმაურში ყოფნა. მინდა თბილისთან ახლოს, სიმშვიდეში. განვიხილავთ ან საგურამოს, ან ნაფეტვრებს, ანაც – მუხაწყაროს. შევარჩევთ, ბავშვმა რომ ეზოში ითახთახოს… მე და ნუცა იქიდან ვივლით თბილისში დილის ხუთ საათზე.

თეატრში ექვსი დღე ვმუშაობ, მაყურებელი მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. აქეთ ტელევიზია, იქით – თეატრალური უნივერსიტეტი, სადაც მეტყველებას ვასწავლი სტუდენტებს. საკმაოდ მომთხოვნი ლექტორი ვარ. ვცდილობ ჩემს სტუდენტებს კარგი ხმა და მეტყველება ჰქონდეთ. ვმეგობრობთ, დღეს სტატუსით ვერავის დაელაპარაკები, ან რატომ უნდა ესაუბრო? საქმით უნდა დაანახვო, რომ მნიშვნელოვანი ხარ. მე მომწონს ახალი თაობა. მათ ასაკში მე კითხვის დასმასაც ვერ გავბედავდი, ან თუ გავბედავდი, მერიდებოდა. ესენი ბევრად თავისუფლები არიან, ლაღად აზროვნებენ. მე ამას მივესალმები. მათ მიერ დასმული კითხვების არ მეშინია. საქმე გააკეთონ და რაც უნდათ ის თქვან ჩემზე. ჩემთვის ლექტორის სტატუსი პასუხისმგებლობაა. სტუდენტი, რომელიც გზას იკვალავს, მის ცხოვრებაში, შენ, ლექტორს შეგაქვს წვლილი და ეს წვლილი უნდა იყოს ღირსეული, ფასეული და მნიშვნელოვანი.

– სანიკოზეც გვითხარი ორი სიტყვა.

– სანი ახლა იმ ასაკშია ყველაფერი აინტერესებს, უნდა რომ ხელში დაიჭიროს, ყველაფერზე ავიდეს და ჩამოვიდეს. მოკლედ, ისეთ გარემოს ვეძებთ, სამსახურებში მშვიდად ვიყოთ მეც და ნუცაც.

დაიწყო თითო-თითო სიტყვით ლაპარაკი. მამას მეძახის და ამ სიტყვით მაგიჟებს და მანადგურებს ბოლომდე. აღარც სამსახური მინდა, აღარც თეატრი და აღარც ტელევიზია. მასთან ყოფნის გარდა არაფერი მინდა. დროის დეფიციტი მაქვს და განვიცდი. იმ დოზით ვერ ვარ მასთან, რა დოზითაც მინდა რომ ვიყო. ხანდახან ხუთი დღე ისე გადის, ვერ ვნახულობ დაძინებული მდგომარეობის გარდა. დახედვით ვარ, ძირითადად. შაბათ-კვირას მეტ-ნაკლებად ვახერხებ რომ დილას ვნახო.

მოკლედ, ერთი სული მაქვს, გავიდე თბილისიდან სუფთა ჰაერზე, ბუნებაში მწვანეში და სიმშვიდეში.

Cesko