სალომეს გამოსვლას ბრიუსელში ძალიან ბევრმა მარტო იმიტომ დაუკრა ტაში, რომ იქ ხელისუფლება პირდაპირ არ აგინა, ისეთმა ხალხმაც კი მოიწონეს მისი სიტყვა, ვინც გუშინ მას ლანძღავდა, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც კაკაბაძე ვარაუდობს, დასავლეთი, საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, თუმცა, ამასთანავე შეეცდება, ხელისუფლება მუდმივად ჰყავდეს „ყურის აწევის რეჟიმში“ და მასთან ხალხი დააპირისპიროს. მისივე თქმით, სტატუსთან ერთად, ქვეყანა ისეთ დათქმებს მიიღებს, რომლის შესრულებაც შეუძლებელი იქნება, რაც ევროპას საშუალებას მისცემს, ხელისუფლების შეცვლის გეგმა „ბ“ აამოქმედოს.
„ზოგიერთი დეპუტატი ილუზიებშია.
სალომეს გამოსვლას ბრიუსელში ძალიან ბევრმა მარტო იმიტომ დაუკრა ტაში, რომ იქ ხელისუფლება პირდაპირ არ აგინა, ისეთმა ხალხმაც კი მოიწონეს მისი სიტყვა, ვინც გუშინ მას ლანძღავდა.
მოდით ქებას და ლანძღვას თავი დავანებოთ და უფრო ღრმად ჩავიხედოთ სიტუაციაში. დასავლეთის მხრიდან ქართულ ხელისუფლებაზე განხორციელებული მკაცრი პრესინგი, სალომეს განდიდება, შეუსრულებელი მოთხოვნების დაყენება, ხელისუფლების მიერ გაკეთებული დადებითი საქმეების (თუნდაც 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხში) სრული იგნორირება, ოპოზიციის მიერ რაღაც პრობლემური საკითხის განხილვისას ბუზის სპილოდ ქცევა და ამაში დასავლეთის უპირობო მხარდაჭერა, ხელისუფლების ლანძღვის პარალელურად ქართველი ხალხის ქება და სხვა მომენტები გვაფიქრებინებს, რომ დასავლეთი წლის ბოლოს საქართველოს მისცემს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ამას თან მოაყოლებს ისეთ პირობებს, რომელთა შესრულებაც თითქმის შეუძლებელი იქნება, რათა ქვეყანა მუდმივად ჰყავდეს ყურის აწევის რეჟიმში და მუდმივად აზიანოს ხელისუფლება, დააპირისპიროს ხალხი და ხელისუფლება, აი ვითომ ხალხს გაფასებთ და სტატუსს გაძლევთ, მაგრამ ხელუსუფლება მოსაშორებელია. ეს სტატუსი თავისი ვერ შესასრულებელი დათქმებით გახდება ხელისუფლების შეცვლის გეგმა „ბ“, რადგან ამ ეტაპზე გეგმა „ა“ ჩაეფუშათ, რაც გულისხმობდა რევოლუციური სიტუაციის შექმნას და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას.
როგორც ჩანს, მიუხედავად ქართული ხელისუფლების მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებისა, გადაწყვეტილია საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემა გარკვეული პირობებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აღიქმება რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმად და უკანდახევად.
ეს გადაწყვეტილება ისე უნდა წარმოჩინდეს, თითქოს ევროპამ მოწყალება გაიღო ქართველი ხალხის, პოლიტიკური ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინაშე, თორემ საქართველოს ხელისუფლება ამას არ იმსახურებდა.
ამიტომ ხელისუფლების შესასრულებელი იქნება ისეთი დავალებები, რომლების შესრულებაც ხელისუფლებას გაუჭირდება, ეს კი ბიძგს მისცემს ანტისახელისუფლო ძალებს (რომელთა დამსახურებადაც გაფორმდება კანდიდატის სტატუსის მიღება), რომ მოიცილონ ეს „ანტიდასავლური“, „პრორუსული“ ხელისუფლება.
ვფიქრობთ, სალომე ზურაბიშვილი ამ მიმართულებით დასავლეთისთვის ფასდაუდებელი ფიგურაა, ანუ სალომე ისეთივე რეზიდენტია, როგორიც ბრიუსელში ვიზიტამდე იყო.
დღეს ის ვაი პოლიტიკოსები, რომლებიც სალომეს ტაშს უკრავენ, პოლიტიკის ნაცვლად სიზმარში და ილუზიებში არიან.“ – წერს კაკაბაძე Facebook-ზე.