22 Views
ნოე სულაბერიძის გადაცემაში თორნიკე შენგელიამ ისრაელში მომხდარ ინციდენტზე განმარტება გააკეთა. საქმე იმაშია, რომ ერთ-ერთ მატჩზე ქართველს მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივარმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ჯერ მოედანთან, შემდეგ ტრიბუნიდან და ამ უცენზურო შეძახილებში სხვა გულშემატკივრები აიყოლია. ამ ყველაფერს თორნიკეს მხრიდან მწვავე რეაგირება მოჰყვა.
„მართალია, ჩვენ ვართ სპორტსმენები და უნდა ვიყოთ გაწონასწორებულები, მაგრამ თან ვართ ადამიანები, კაცები და ამ შემთხვევაში მე მოვიქეცი, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი. თამაშის შემდეგ ჩემთან მოვიდა კლუბის პრეზიდენტი და მთხოვა პატიება, ასევე უამრავი შეტყობინება მომდიოდა, სადაც გულშემატკივრები ბოდიშს მიხდიდნენ“,- ამბობს თორნიკე.