“ქალბატონო სალომე, თქვენ არ იმსახურებთ იყო ჩემი სამშობლოს პრეზიდენტი!!! არ იმსახურებთ იწოდებოდეთ ხალხის მსახურად, არ ხართ ღირსი ამ პრივილეგისაა!!!” – ნინიკო მშვიდობაძე

0
1773
25 Views

სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili
გუშინდელი დღიდან ვზომავ და ვწონი თითოეულ სიტყვას, რომლის თქმაც მსურს თქვენთვის: რას იმსახურებთ, რისი ღირსი ხართ? ერთი ზუსტად ვიცი, გუშინდელი დღიდან თქვენ არ იმსახურებთ გეწოდოთ საქართველოს პრეზიდენტი და ქვეყნის მთავარსარდალი. დიახ, არ იმსახურებთ!

იცით, ქალბატონო სალომე, პირველად 21 წლისამ წავიკითხე დიდი ფრანგი მეღვინის, ლუი ეშენაუერის წერილი ძმისშვილისადმი, რომელიც საფრანგეთის პარლამენტის არჩევნებში იღებდა მონაწილეობას და მივხვდი, რა მძიმე და რთული მისიაა იყო ხალხისაგან არჩეული, იწოდებოდე ხალხის მსახურად.

იმედია, თქვენც გსმენიათ ამ წერილის შესახებ, თუმცა თქვენი ქმედებებიდან გამომდინარე არ მგონია ეთანხმებოდეთ მუსიე ლუის იმაში, რომ “ხალხის სამსახური პრივილეგიაა, რომელიც უნდა დაიმსახურო’”! წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ თავს პრივილიგებულ მდგომარეობაში ჩააყენებდით და იქნებოდით ჭეშმარიტად ხალხის მსახური და არა მსახური კონკრეტული ჯგუფისა, კონკრეტული კლანისა, რომლის სურვილი და მიზანი ცალსახად საქართველოს, როგორც ერთიანი, ცივილიზებული, გონიერი ერის მსოფლიო რუკიდან გაქრობაა და მეტი არაფერი.
თქვენი არჩევნები ჩვენ, თქვენმა ამომრჩევლებმა, ძალიან რთულად და მძიმედ გადავიტანეთ. თქვენი გულისთვის პირველ დარტყმას ვიღებდით ჩვენ, არ გვახსოვდა ოჯახი, მშობელი, შვილები, ჩავერთეთ მართლაც სამკვდრო-სასიცოცხლო ომში და რისთვის?

იმისთვის, რომ მერე ჩვენი სურვილები, მიზნები, ჩვენი მისწრაფებანი, ჩვენი აზრები და დამოკიდებულებები ფეხქვეშ გაგეთელათ?

იმისთვის, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს მოკლული ადამიანების მშობლებისთვის გეკითხათ, რატომ მომივარდითო?

იმიტომ, რომ ჩვენ მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელსაც მესამედ ვანდეთ ქვეყნის ბედი, დაგედანაშაულებინათ რუსიფიკაციაში?

მაშინ, როცა ამ ხელისუფლების პირობებში საქართველო იმაზე მეტად დაუახლოვდა ევროპას, ვიდრე აქამდე ან ოდესმე იყო???
ქალბატონო სალომე, დავიჯერო ასაკის ბრალია თქვენი ასეთი გულმავიწყობა?

თუ იმის ბრალი, რომ თქვენი შვილები პრესტიჟულ თანამდებობებს იკავებენ?

ან გარანტირებული კარგი სიბერის გამოა, ასეთ ანტიქართულ განცხადებებს რომ აკეთებთ?
სულ ვფიქრობ, რა თქვით გუშინ? რაზე ისაუბრეთ თქვენ, ქვეყნის პრეზიდენტმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, დღეს, რომელიც ქვეყნის დაბადების დღეა…

გისმინეთ ორჯერ და ვფიქრობ, თავი მიტინგსა ან პრესკონფერენციაზე გეგონათ. კი, მესმის, რომ ახსენეთ უკრაინა, რომლის მდგომარეობას ნებისმიერი საღად მოაზროვნე განიცდის, მაგრამ რატომ არავინ გაგახსენათ, რომ 84 წლის წინ, 26 მაისს დაიბადა საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა, ხოლო 32 წლის წინ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოშიც, ჩატარდა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები!!!
თქვენ ეს მნიშვნელოვანი თარიღები ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან, არცკი გიხსენებიათ, რადგან თქვენ არ იცით იმ ქვეყნის ისტორია, რომლის პრეზიდენტად ჩვენ, თქვენგან ჩაწიხლულმა და შეურაცხყოფილმა ადამიანებმა აგირჩიეთ.

დამერწმუნეთ, იმ კაცის მეხოტბეებს, რომელიც ყ***ქალა რეზიდენტს გეძახდათ, თქვენთვის ხმა არ მიუცია!!!
26 მაისს თქვენ გამოხვედით არა როგორც ქვეყნის პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი, არამედ როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერი და ტრიბუნიდან იმდენი სისულელე ისაუბრეთ, ორჯერ გისმინეთ და სიმართლე გითხრათ, ვერ მივხვდი რატომ ილანძღებოდით?

რატომ ვერ იზეიმეთ? რატომ ვერ შეიმშვენეთ წოდება: იყოთ ხალხის რჩეული და მსახური, გერქვათ პრეზიდენტი და მთავარსარდალი?
მიუხედავად იმ ნაბიჯებისა, რომელიც აქამდე გადადგით, ვცდილობდი მაინც, როგორც ქალს ქალი, გამემართლებინეთ, მაგრამ 26 მაისს ამაზრზენი იყო თქვენი საქციელი, ამაზრზენიც და სამარცხვინოც. ჩემს სამშობლოს, იმ სამშობლოს, თქვენმა მშობლებმა ყველაზე მნიშვნელოვან დროს რომ მიატოვეს და გაიქცნენ, თქვენ დაბადების დღე არცკი მიულოცეთ!!!
ქალბატონო სალომე, თქვენ არ იმსახურებთ იყო ჩემი სამშობლოს პრეზიდენტი!!!

არ იმსახურებთ იწოდებოდეთ ხალხის მსახურად, თქვენ არ ხართ ღირსი ამ პრივილეგისაა!!!
პ.ს. ქალბატონო სალომე, ლუი ეშენაუერი ფრანგი მეღვინე იყო. გადაიკითხეთ მისი საქვეყნოდ ცნობილი წერილი ძმისშვილისადმი, ეგებ რაიმეს მიხვდეთ, ფრანგის მაინც…

აბა, ვაჟა ფშაველას მიმხვედრი თქვენ არ ხართ და ვერც იქნებით!!!

პატივისცემით, ჟურნალისტი, ლანჩხუთის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილე ნინიკო მშვიდობაძე

Cesko