მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით – ტაქსის მძღოლი თბილისიდან გაიტაცეს, მოკლეს და მინდორში დამარხეს

0
1680
34 Views

მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით – ტაქსის მძღოლი ჯერ თბილისიდან გაიტაცეს, შემდეგ მოკლეს, ცხედარი საბარგულში მოათავსეს და ქვემო ქართლში მინდორში დამარხეს.

“პირველების” ინფორმაციით,  53 წლის შოთა ლორიას მკვლელობის შემდეგ, თავდამსხმელების ჯგუფმა მანქანას ტაქსის სტიკერები მოაცილა და მარნეულში ერთ-ერთ ადგილობრივს მიყიდა.

წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ტაქსის მძღოლი თბილისიდან სამმა პირმა მიმდინარე წლის 20 მაისს აიყვანა და სოფელ მარაბდის მისადგომებთან წაყვანა სთხოვა. ადგილზე მისულებმა კი 53 წლის კაცს ავტომობილის გაჩერება მოსთხოვეს, მძღოლს თავს დაესხნენ და მოკლეს.

“პირველების” ინფორმაციით, სასტიკი მკვლელობის საქმეზე დაკავებულთა შორის ერთ-ერთი, არასრულწლოვანია, ბიჭი 17 წლისაა. 

როგორც “პირველებს” შსს-ში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე 109-ე მუხლით აღიძრა, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.

გომელაურის უწყება ერთი პირის დაკავებას ადასტურებს, თუმცა “პირველების” ინფორმაციით, სასტიკი მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანის გარდა კიდევ ერთი პირია დაკავებული. გომალაურის უწყება ტაქსში მყოფი მესამე პირს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს.

Cesko