“ქორწილის ჩაშლა არის ჩვენს კულტურასთან შეუთავსებელი მოვლენა… „სტუმარ-მასპინძელი“ ვაჟა ფშაველამ დაწერა მე-19 საუკუნეში” – ირაკლი კობახიძე

May 22, 10:08
0
257

“ქორწილის ჩაშლა არის ჩვენს კულტურასთან შეუთავსებელი მოვლენა… „სტუმარ-მასპინძელი“ ვაჟა ფშაველამ დაწერა მე-19 საუკუნეში” – ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა.

“ქორწილის ჩაშლა, მით უმეტეს, იმ ადამიანის ქორწილის ჩაშლა, რომელსაც არც დანაშაული აქვს კონკრეტულად რაიმე ჩადენილი და არც არაფერი, საქართველოში არის უბრალოდ ჩვენს კულტურასთან შეუთავსებელი მოვლენა, თავის დროზე, თქვენ იცით, სტუმარ-მასპინძელი ვაჟა ფშაველამ დაწერა მე-19 საუკუნეში – მაშინ ზოგადად მსოფლიოში ნაკლებად ცივილიზებული იყო საზოგადოება და მათ შორის ეხებოდა ეს საქართველოსაც.

ბევრად უფრო მეტი სალომე ზურაბიშვილი და ელენე ხოშტარია ცხოვრობდა მაშინ საქართველოში, ასეთი ბნელებისთვის დაწერა ვაჟა-ფშაველამ სტუმარ-მასპინძელი. მე მინდა, საზოგადოებას ვთხოვო, ზუსტად დააკვირდეს მოვლენებს, ვინ რა დონეზე ავლენს სიბნელეს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – აცხადებს კობახიძე.

Cesko