“ექიმი მოვიდა და წარმოუდგენელი რამ გვითხრა..” – ნახეთ გარდაცვლილი ბავშვის ბებიამ შოკისმომგვრელი სიმართლე გაამხილა

0
1104
24 Views

გორში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩუ­ტყვა­ვი­ლას გარ­თუ­ლე­ბის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ოჯა­ხის წევ­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ად­გი­ლობ­რივ­მა ექი­მებ­მა ბავ­შვს სა­თა­ნა­დო დახ­მა­რე­ბა არ გა­უ­წი­ეს
რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ბე­ბი­ამ გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც ექიმ­მა ბავ­შვი და­ი­ნა­ხა თქვა: “უიმე, ჩუ­ტყვა­ვი­ლა აქვს, აქ რო­გორ უნდა მი­ვი­ღოო“. მი­სი­ვე თქმით, ექიმ­მა ბავ­შვს ად­გილ­ზე პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა არ გა­უ­წია.
“თბი­ლის­ში უნდა წაგ­ვეყ­ვა­ნა, ძა­ლი­ან ცუ­დად რომ იყო. ექი­მი გა­მო­ვი­და და გვი­თხრა, – უიმე ჩუ­ტყვა­ვი­ლა აქვს, აქ რო­გორ უნდა მი­ვი­ღოო. ვე­უბ­ნე­ბო­დი ექიმს, რომ ჩქა­რა, ცუ­დად არის,გა­დას­ხმა გა­უ­კე­თეთ ან სხვა რამე-მეთ­ქი, მაგ­რამ მო­ი­ცა­დე ჯერ ის­ტო­რია უნდა შე­ვავ­სო­თო. რა დროს ის­ტო­რი­აა, ბავ­ში კვდე­ბა-მეთ­ქი. ბავ­შვს მოვ­კი­დეთ ხელი, მაგ­რამ ერთი არ უთ­ქვამს მო­ი­ცა­დე და აქ გა­ვუ­კე­თებ პირ­ვე­ლად დახ­მა­რე­ბა­სო… პირ­და­პირ გა­მო­ვი­ტა­ცეთ ბავ­შვი და წა­მო­ვე­დით. სა­ა­ვად­მყო­ფოს­თან ახ­ლოს ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ბავ­შვმა გო­ნე­ბა და­კარ­გა… თბი­ლის­ში რომ მივ­დი­ო­დით, დავ­რე­კეთ, – სას­წრა­ფო დაგ­ვახ­ვედ­რეთ, ბავ­ში ცუ­დად არის-თქო. პატ­რულს ვთხო­ვეთ, რომ სა­ა­ვად­მყო­ფომ­დე მი­ვეყ­ვა­ნეთ… გად­მო­ვი­და პატ­რუ­ლი, და­ავ­ლო ბავ­შვს ხელი, თა­ვის მან­ქა­ნა­ში ჩა­ის­ვა, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კარი ეგ­რე­ვე შე­ან­გრია , შე­იყ­ვა­ნა ბავ­შვი, მაგ­რამ გული უკვე გა­ჩე­რე­ბუ­ლი ჰქონ­და”, – ყვე­ბა­გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ბე­ბია ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ, გორ­ში, 4 წლის ბავ­შვი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩუ­ტყვა­ვი­ლას გარ­თუ­ლე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, 4 წლის თომა წი­ქა­რი­ძეს ექი­მის მიერ ინ­ფექ­ცი­ის არას­წო­რი მარ­თვის გამო, სეფ­სი­სი გა­ნუ­ვი­თარ­და, რაც გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გახ­და. რაც შე­ე­ხე­ბა კლი­ნი­კას, “გორ­მე­დის” პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვი მშობ­ლებ­მა ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლად მი­იყ­ვა­ნეს კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე, თუმ­ცა, შემ­დგომ სტა­ცი­ო­ნა­რულ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს და თვით­ნე­ბუ­რად წა­იყ­ვა­ნეს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან.

Cesko