Reuters: ბორელი უკრაინის სამხედრო დახმარების ფონდისთვის 3.5 მილიარდი ევროს დამატების წინადადებით გამოვიდა

May 18, 10:07
0
121

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი უკრაინის სამხედრო დახმარების ფონდისთვის 3.5 მილიარდი ევროს დამატების წინადადებით გამოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ინფორმაციით, ბორელმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობებს სთხოვა გაეზარდათ ფინანსური ზღვარი ევროპის სამშვიდობო ფონდისთვის, რომელმაც უკვე გამოყო დაახლოებით 4.6 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება უკრაინისთვის.

ბორელის წინადადებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობების თანხმობა სჭირდება. ისინი გასული წლის დეკემბერში შეთანხმდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ასეთი ზრდა გამართლებული იქნება.

აღსანიშნავია, რომ ფონდი განცალკევებულია ევროკავშირის ბიუჯეტისგან, რომელსაც არ აქვს სამხედრო ოპერაციების დაფინანსების უფლება.

Cesko