22 Views
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელი, ენათმეცნიერი, სტუ-ის საპატიო დოქტორი, ვილნიუსის ბიზნესკოლეგიის პროფესორი ვიდას კავალიაუსკასი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, სტუ-ის ადმინისტრაცია, ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების საუნივერსიტეტო ცენტრი, პროფესორ-მასწავლებლები, თანამშრომლები და სტუდენტები მწუხარებას გამოთქვამენ ლიეტუველი კოლეგის, მეგობრის, პედაგოგის, პროფესორ ვიდას კავალიუსკასის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებენ მის ოჯახს” – ნათქვამია განცხადებაში.