43 Views
„სტრასბურგის გადაწყვეტილებით გავიგეთ, რომ არავინ არ აწამებს მიხეილ სააკაშვილს და სპეკულაციებს წერტილი უნდა დაესვას“, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
„გავიგეთ, რომ არავინ არ აწამებს მიხეილ სააკაშვილს. მგონი, ამით ყველა სპეკულაციას წერტილი უნდა დაესვას. მან უნდა შეწყვიტოს ყველანაირი თვითდაზიანების მიყენება და დაემორჩილოს პატიმრობის მოხდის პირობებს, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. აქედან გამომდინარე იგი მოიხდის სასჯელს“, – აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.