ვინ არის მეზობელი, რომელიც მამასთან ერთად 14 წლის გოგოს გაუპატიურებაშია ბრალდებული

0
471
23 Views

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 14 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამისა და მეზობლის აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

მოსამართლე ეკატერინე ბებია იმსჯელებს მამის, პაპუნა კონჯარიასსაქმეზე, რომელსაც გადაებმება მეზობლის, ტარიელ თოდუას საქმე.

მათ ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინათ.

ადვოკატების როზეტა ზარქუას და გივი ძაძამიას ინფორმაციით, წალენჯიხაში მომხდარ მძიმე დანაშაულში ბრალდებული 47 წლის და 28 წლის მამაკაცები დუმილის უფლებას იყენებენ.

ისინი თავს დამნაშავედ არ ცნობენ.
ბრალდების მხარეს სასამართლო პროცესზე წარმოადგენს პროკურორი მარიამ გოროზია.

პოლიციამ არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით 2 პირი 9 მაისს დააკავა.1976 წელს დაბადებულ პ.კ.-ს ბრალი წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურებაში ედება, ხოლო 1995 წელს დაბადებული ტ.თ. არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებითაა დაკავებული.დანაშაულები 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

წყარო: primetime.ge

Cesko