“გაჩნდა შანსი…” – ლალი მოროშკინა რუსეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

0
1015
28 Views

“გაჩნდა შანსი…” – ასე გამოეხმაურა პიარის სპეციალისტი ლალი მოროშკინა რუსეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

“გაჩნდა შანსი, რომ მილიონზე მეტმა ქართველმა ლეგალურად გადმოკვეთოს საზღვარი რუსეთიდან და ინახულოს მონატრებული ოჯახი!
მათი ფულადი გადმორიცხვებით დასტაბილურდა ლარი და ზოგადად საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა.
P.S. დაგვიწყნარდით, უკვე დიდი ხანია რუსეთიდან დაფინანსებულო ოპოზიციავ.
თქვენ, თქვენი რუსული პასპორტებით ისედაც უპრობლემოდ გადადიოდით, თორემ ჩვენი ოჯახი ვერც ბიძის და ვერც დეიდის დასაფლავებაზე ვერ წავიდა…”

ვლადიმირ პუტინმა გააუქმა ვიზები საქართველოს მოქალაქეებისთვის და რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენის უფლება მისცა

Cesko