ბოლნისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირება სტადიონზე დაიწყო, რის შემდეგაც ბრალდებული სახლში წავიდა, იარაღი აიღო და დავით რეხვიაშვილს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, რეხვიაშვილი დაჭრილი სტადიონზე იპოვეს და კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
“შელაპარაკება მოუვიდათ, შემდეგ წასულა ბრალდებული სახლში, გამოუტანია თოფი და დაახალა. მეზობლები არიან ბრალდებულიც და მოკლულიც” – ამბობენ ადგილობრივები “მთავარ არხთან” საუბარში. მკვლელობის ფაქტი ბოლნისში გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულს ჭრილობა სანადირო თოფიდან აქვს მიყენებული.
შსს-ს ინფორმაციით ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.