იმერეთში სკოლის მოსწავლე დირექტორის ქმარს სექსუალურ შევიწვროვებაში ამხელს.
სკოლის მოსწავლის სექსუალურ შევიწროებაში მხილებული კაცი იმალება და ის ცოლთან ერთად გაიქცა.
ყოფილი სკოლის დირექტორის დედა აცხადებს, რომ მისი შვილის და სიძის ადგილსამყოფელი არ იცის.
„დატოვა თანამდებობა. მაგას ისე მოეშალა ნერვები, რომ მე არ შემიძლია უკვე ამ თანამდებობაზე ყოფნაო. არ ვიცი სად არიან. ჩემი შვილი მკვდარია, სად წავიდა ისიც არ ვიცი. პრეტენზიით მოვიდნენ ბავშვის მშობლები, მაგრამ არაფერი მომხდარა ისეთი, თავზე ხელი გადაუსვაო და ლამაზი თვალები გაქვსო“, – აცხადებს დირექტორის დედა.
შეგახსენებთ, იმერეთში სკოლის მოსწავლე დირექტორის ქმარს სექსუალურ შევიწვროვებაში ამხელს.16 წელს მიუღწეველი გოგონა ამტკიცებს, რომ ფაქტი იმ დროს მოხდა, როცა მის სკოლაში მძღოლად დასაქმებულ 60 წლამდე კაცს, საგაკვეთილო პროცესის შემდეგ სახლში მიჰყავდა.