ზვიად კუპრავა აპირებს, რომ კახა კალაძეს 2012 წლიდან “ნაშოვნი ფული” ჩამოართვას

May 3, 20:37
0
417

ზვიად კუპრავა აპირებს, რომ კახა კალაძეს 2012 წლიდან “ნაშოვნი ფული” ჩამოართვას და გაჭირვებულებს დაურიგოს. ეს კი მას შემდეგ, რაც ის ხელისუფლებაში მოვა. ამის შესახებ კუპრავა სოციალურ ქსელში წერს:

“მილიონერმა კალაძემ (თუ მილიარდერი არა) კანდიდატის სტატუსს თუ ვერ მივიღებთ არც ეგ არის პრობლემაო.. არ არსებობს ამაზე რუსული შინაარსის განცხადება, კობახიძესაც კი აჯობა.

ამასობაში უკრაინა გენერალურ კონტრშეტევაზე გადავიდა. ამიერიდან ყოველდღიურად შეიცვლება ომის მდგომარეობა უკრაინის სასარგებლოდ და დასრულდება რუსეთის დამარცხებით.
აი, მერე სად მიდიან ეს რუსები? სად და როგორ აპირებენ ცხოვრებას?

კალაძემ უნდა იცოდეს, რომ ყოველი მისი მილიონი, რომელიც 2012 წლიდან იშოვა იქნება დათვლილი, გამოაკლდება მისი ხელფასი და დანარჩენი თანხა მოხმარდება თავშესაფარში მყოფ ბავშვებს, მოხუცებს.. მოკლედ, პრობლემები ძალიან ბევრია.”– წერს კუპრავა.

Cesko