“ნაპოლის” თამაში გადაიდო – როდის გაიმართება მატჩი?

April 27, 21:23
0
472

იტალიის სერია A-ს 32-ე ტურის მატჩი, რომელიც “ნაპოლსა” “სალერნიტანას” შორის შაბათს უნდა გამართულიყო, ერთი დღით გადაიდო და კვირას, 30 აპრილს შედგება.

ზუსტი დრო არ სახელდება, თუმცა მატჩი დიდი ალბათობით თბილისის დროით 17:00 ან 19:00 საათზე ჩატარდება.

შეხვედრის გადატანის მოთხოვნა იმით არის გამოწვეული, რომ შესაძლოა “ნაპოლიმ” ტიტული საკუთარ თამაშზე ადრე გაინაღდოს.

ყველაფერი ეს, საკუთარ შედეგთან ერთად “ინტერი” – “ლაციოს” ანგარიშზე იქნება დამოკიდებული, რადგან თუ ეს უკანასკნელი ვერ მოიგებს და “ნაპოლი” გაიმარჯვებს, ქართველის გუნდი სკუდეტოს 6 ტურით ადრე დაეუფლება.

Cesko