„კლანური სისტემაა, ვიღაცის ახლობელი უნდა იყო, რომ კონცერტში ჩაერთო“ – მაია ჯაბუა

0
310
44 Views

მომღერალი მაია ჯაბუა გადაცემის „მხოლოდ ლელასთან“ სტუმრად იმყოფებოდა. მუსიკოსის შეფასებით, საქართველოში კონცერტებში მომღერლები არა თავიანთი ნიჭის მიხედვით, არამედ რეკომენდაციებით მონაწილეობენ.

ჯაბუას აზრით, ფაქტია, რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი მომღერალი კონცერტს მიღმა რჩებიან. მომღერლი ამ ამბავს არაპროფესიონალების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ხსნის და აღნიშნავს, რომ „ამ ქვეყანაში ბევრი ისეთი ადამიანი ისეთ საკითხებს წყვეტს, რომელშიც ვერ ერკვევა“.

„ბევრი წელი ტარდებოდა კონცერტები, არ ქრებოდა შუქი, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო მე არ ვმონაწილეობდი კონცერტებში, ეს არ არის წუწუნი, ეს არის ფაქტი და ეს ამბავი მხოლოდ მე არ მეხება ბევრი ადამიანი შემოქმედებითად მკვდარი ჩვენს ქვეყანაში. ახლაც ასეა, რატომღაც მე ვრჩები კონცერტების მიღმა, ჩემი აზრით ,ეს იმიტომ ხდება რომ ამ ქვეყანაში ბევრ საკითხს წყვეტენ არაპროფესიონალები, თუმცა მჯერა კანონზომიერების და ზუსტად ვიცი გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს ყველაფერი დალაგდება“, – თქვს მაია ჯაბუამ გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“.

Cesko