მარტვილში უპატრონო ძაღლმა 10-მდე ადამიანი დაკბინა – დაშავებულები ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს

April 24, 15:45
0
358

მარტვილში უპატრონო ძაღლმა 10-მდე ადამიანი დაკბინა. შემთხვევა სხვადასხვა ადგილზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულები ქუთაისში, ცოფის საწინააღმდეგო აცრის გასაკეთებლად გადაიყვანეს.

ასევე, დაკვირვების მიზნით, ქუთაისშია გადაყვანილი ძაღლიც, სადაც მას ცოფზე კვლევები ჩაუტარდება.

 

წყარო: infoimereti.ge

Cesko