იტალიის თავდაცვის მინისტრი: შესაძლოა სწორედ ჩინეთი გახდეს ის შუამავალი ქვეყანა, რომელიც უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკებათა მაგიდასთან დააბრუნებს

April 23, 12:43
0
161

იტალიის თავდაცვის მინისტრი გვიდო კროზეტო აცხადებს, რომ შესაძლოა სწორედ ჩინეთი გახდეს ის შუამავალი ქვეყანა, რომელიც უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკებათა მაგიდასთან დააბრუნებს. ამის შესახებ კროზეტომ La Stampa-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, პირველ რიგში ევროკავშირმა და მთელმა მსოფლიომ უნდა უზრუნველყონ ის, რომ უკრაინამ რუსეთისგან თავის დაცვა შეძლოს, თუმცა ამასთანავე საჭიროა ყოველდღიური ფიქრი იმაზე, როგორ დააბრუნონ მხარეები მოლაპარაკებათა მაგიდასთან.

„ერთადერთი, რისი გაკეთებაც ახლა შევიძლია, შევაჩეროთ კონფლიქტი და მოლაპარაკებათა მაგიდასთან დავსვათ ორი მხარე, რომლებიც ერთმანეთს არ ესაუბრებიან“, – აცხადებს იტალიის თავდაცვის მინისტრი.

მან ასევე განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინისა და დასავლური სამყაროს მსოფლმხედველობა ერთმანეთისგან განსხვავდება, კერძოდ, პუტინისთვის ცოცხალი ძალის დანაკარგებსა და ომის ხანგრძლივობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ევროპისთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორებია.

Cesko