23 Views
კასპის მუნიციპალიტეტში 60-წლამდე ასაკის მამაკაცი, 80 წლის დედის ცემის ბრალდებით დააკავეს. შემთხვევა გუშინ ზემო ხანდაკში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ძალადობაში არაერთხელ იყო მხილებული. ადგილობრივების ინფორმაციით, დედის ცემის გამო იგი სასჯელს ადრეც იხდიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახური ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნტით (მუქარა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) მიმდინარეობს.
წყარო: ტვ მონოტორინგი