“დრიფტაობისას 14 წლის გოგო გაუტანიათ, მიუტოვებიათ მანქანა და გაქცეულან…”

0
511
21 Views

“ლელოს” წევრი, პოეტი, ნიკა ჩერქეზიშვილი სოციალურ ქსელში ვარკეთილში მომხდარი ავარიის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. ჩერქეზიშვილის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

“დღეს სამსახურიდან სახლში რომ მოვდიოდი, ნახალოვკაში რამდენიმე ადგილას ვნახე მანქანების დრიფტაობის კვალი (შრომითი რეზერვების წინ, ვისოლის კალონკასთან, ასევე სამშობიაროსთან, ტორტების მაღაზიის წინ).

დახაზული იყო საბურავების კვალით მთელი ასფალტი.

რა თქმა უნდა, არაერთი კამერა იქნება დამონტაჟებული მანდ და უადვილესი საქმე სამართალდამცავებისთვის, რომ დაადგინონ, ვინ “ივაჟკაცა”.

არა მგონია, რამე რეაგირება ჰქონოდათ ამ ამბავზე.

რატომ ვწერ ახლა ამ ყველაფერს:

დღეს ვიღაცებს დრიფტაობისას 14 წლის გოგო გაუტანიათ. მგონი, კალოუბნის ქუჩაზე.

მიუტოვებიათ მანქანა და გაქცეულან.

ბავშვი გარდაიცვალა.

მასწავლებელთან ყოფილა, სახლში ბრუნდებოდა და…

წარმოუდგენელი ტრაგედიაა.

სულ ცოტა ხნის წინაც მოხდა მსგავსი ამბავი, მგონი მაშინ ვეძისელი ბავშვი დაიღუპა ლილოს ბაზრობასთან.

როგორც ამბობენ, მაშინაც დრიფტაობა იყო მიზეზი.

რატომ არ ხდება ასეთი შემთხვევების დროს უმკაცრესი ზომების გატარება, ვერანაირად ვერ ვხვდები, ვერანაირ ახსნას ვერ ვუძებნი.

ალბათ იმიტომ, რომ ვინც ასე მიჰქარავს, გასდის.

ალბათ, ყველაფერი გვარდება და ეწყობა ამ ქვეყანაში.

შესაბამისად, არ ხდება პრევენცია და ვიღებთ ასეთ საშინელ შედეგებს“, – წერს ნიკა ჩერქეზიშვილი.

Cesko