166 Views
ყვარლის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა, 24 წლოის ბიჭის, ლევან დოლენჯაშვილის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილს სოფელ საცხენესთან, მდინარის პირას მიაგნეს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ცხედარი, 13 დღის წინ, სოფლიდან გაუჩინარებულ 24 წლის ლევან დოლენჯაშვილს ეკუთვნის. “მეტრონომს” კი შსს-ში განუცხადეს, რომ გვამის ამოცნობის პროცედურა ჯერ არ დასრულებულა, შესაბამისად, უჭირთ იმის თქმა, ნამდვილად ის არის თუ არა გარდაცვლილი.
გარდაცვლილი ამ დროისათვის გურჯაანში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
ჯერჯერობით გახდა გარდაცვალების მიზეზი უცნობია
შეგახსენებთ, რომ ლევან დოლენჯაშვილი, სოფელ საცხენეში, 8 აპრილს გაუჩინარდა და მას შემდეგ, აღარავის უნახავს.