28 Views
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის ქალაქ ხერსონის ოლქში მდებარე სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა. ინფორმაციას რუსული მედია TASS ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ვიზიტისას პუტინი პუტინი რუსეთის არმიის დნეპერის საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურებს ესაუბრა.
როგორც რუსული სამთავრობო მედია აღნიშნავს, ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი იყო მეთაურებისგან ანგარიშის მიღება, როგორც ხერსონის, ისე ზაპოროჟიეს მიმართულებით არსებულ ვითარებაზე.
აღსანიშნავია, რომ მედიით არ ვრცელდება ფოტო, რომელიც ხერსონში პუტინის ვიზიტს ასახავს.