“თურმე ქართველი პენსიონერებისთვის აგროვებდა ფულს… “კეზერ არსენ მისტერ ოფშორ” ოძელაშვილი…”- მაია ელოშვილი 

April 15, 18:32
0
922

ძალიან საინტერესო ინფორმაცია წავიკითხე: “ჩემი ცოლის დაქალების” სცენარისტი – ქეთი დევდარიანი, მხარს უჭერს თაღლით კეზერაშვილს და თანადგომას უცხადებს.

გამიკვირდა. თანამედროვეობის დიდი სცენარისტი ბილწისტყვაობის დარგში, როგორ შეიძლება რომ ამ კომიკურ პერსონაჟს უჭერდეს-მეთქი მხარს?

მივდექი, მოვდექი, ავაწრიალე ნაცნობ-მეგობრები და თურმე რაში ყოფილა საქმე:

მართალია, კეზერა ევროპელ პენსიონერებს ძარცვავდა და მათ მიერ წლობით ნაგროვებ დანაზოგებს თაღლითური გზით ეუფლებოდა, მაგრამ მარტო თავისთვის და ქართული პოლიტიკის სამარცხვინო პერსონაჟებისთვის კი არა, ქართველი პენსიონერებისთვის აგროვებდა ფულს. გული გამითბა.

კეზერ არსენ “მისტერ ოფშორ”ოძელაშვილი…🤓
“მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს,
ღმერთი როგორ წაახდენსა?”

მაია ელოშვილი, იურისტი; სოციალური ქსელი

 

Cesko