დიდ შაბათს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს

0
224
27 Views

დიდ შაბათს, დღეს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს.

ამასთან დაკავშირებით ტაძრების გარშემო დღეს დილიდან გარდამოხსნის შემოტარების წესი შესრულდა.

სამების საკათედრო ტაძრის სასულიერო პირებმა გარდამოხსნა, რომელზეც ჯვრიდან ჩამოხსნილი, გარდაცვლილი უფალია გამოსახული, ტაძარს შემოატარეს.

გარდამოხსნის შემოტარების წესის შემდეგ ეკლესიებში საღმრთო ლიტურგია სრულდება.

სიმბოლურად, გარდამოხსნის შემოტარება მაცხოვრისთვის წესის აგებასა და მის საფლავში დადებას განასახიერებს.

Cesko