აღდგომის ღამეს, მეტრო მგზავრებს გახანგრძლივებული დროით, უფასოდ მოემსახურება

0
227
26 Views

აღდგომის ღამეს, მეტრო მგზავრებს გახანგრძლივებული დროით, უფასოდ მოემსახურება.

მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო გამთენიის 04:00 საათამდე იმუშავებს და 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება.

გარდა ამისა, 16-ტ და 17-ტ აპრილს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც მგზავრებს დილის 08:00-დან საღამოს 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველის და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანს. ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურებიდან – „მარჯანიშვილი“, “დიდუბე“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილი“, ასევე, სადგურის მოედანი, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩა და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან. აღნიშნული ავტობუსებით გადაადგილება უფასო იქნება.

Cesko