ლავროვის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა გამოიჩინა და უარი თქვა „მეორე ფრონტზე“

0
252
25 Views

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი სამხედრო-პოლიტიკურ და დიპლომატიურ გეგმებში ითვალისწინებს დასავლეთის მცდელობებს, მეორე ფრონტი გახსნან საქართველოსა და მოლდოვაში.

„ამ ფაქტების ერთობლიობა არავის აძლევს მოდუნების საშუალებას, ჩვენ ყურადღებას არც ვადუნებთ, ყველაფერ ამას ვხედავთ და ვითვალისწინებთ გეგმების დაწყობისას – სამხედრო-პოლიტიკურ, დიპლომატიურ და სხვა ურთიერთობებში“, – განაცხადა ლავროვმა უზბეკეთში ვიზიტისას.
სახელისუფლებო გამოცემა RIA Novosti-ს ცნობით, ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა დაინახა საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობები, მაგრამ მისივე თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ პასუხისმგებლობიანი მიდგომა გამოიჩინა და ამაზე უარი თქვა.

„იმის ნათელი დემონსტრირება, თუ როგორ ექცევა დასავლეთი ამა თუ იმ ხელისუფლებას, მოლდოვაში გამოჩნდა, როცა პრეზიდენტისა და ხელისუფლების პროდასავლური ხაზის წინააღმდეგ გამოვიდა ხალხი და პროტესტი დაიწყო ეკონომიკური განვითარების ინტერესების იგნორირების გამო. დასავლეთმა ეს თითქმის ისე წარმოაჩინა, როგორც კანონიერი ხელისუფლების ჩამოგდების მცდელობა. ამავე პერიოდში საქართველოში პროტესტი იყო სრულებით ცხადი და გასაგები კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც გულისხმობდა – თუ საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობით ხარ დაკავებული და დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებ, გთხოვთ გაგვაგებინეთ, საიდან არის ეს ფულიო“, – განაცხადა ლავროვმა.

Cesko