მამუკა არეშიძე კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟზე: არ მგონია, BBC-ის ეს ნაბიჯი გადაედგა ისე, რომ არ ჰქონოდა გარკვეული ინფორმაცია, რომელიც ბრიტანეთის ძალოვან სტრუქტურებში მუსირებს

0
231
21 Views

ეს ადამიანი სიტუაციიდან ყოველთვის ახერხებდა გამოძრომას, მაგრამ ახლა სხვა ვითარებაა, – ასე გამოეხმაურა ექსპერტი მამუკა არეშიძე გადაცემაში „იმედი LIVE“ BBC-ს სტატიას, სადაც დავით კეზერაშვილის თაღლითურ სქემაზეა საუბარი.

„იარაღით ვაჭრობა ისეთი მსოფლიო სენია, რომ ძალიან სერიოზული ხალხია მსოფლიოში ჩართული და ისინი თავიანთ „ჯარისკაცებს“ არ წირავენ. ეს ქოლცენტრების ამბავი მართლაც შემაშფოთებელია. არ მგონია, BBC-ს ეს ნაბიჯი გადაედგა ისე, რომ არ ჰქონოდა გარკვეული ინფორმაცია, რომელიც ბრიტანეთის ძალოვან სტრუქტურებში მუსირებს. ვფიქრობ, ეს საქმე ისე ვერ ჩაივლის, რადგან ამის უკან დგას უამრავი ადამიანი, რომელთა აზრსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ დემოკრატიულ ქვეყნებში და ანგარიშს უწევენ. გერმანიის მაგალითზე ვიცი, რომ იქ უზარმაზარი ამბავია ატეხილი – საქმეში ჩაერთო რეგიონების პრკურატურა, შემდეგ ცენტრალური პროკურატურა. ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. წრე ვიწროვდება, თუმცა, რამდენად დავიწროვდება საბოლოო ჯამში და მიიღებს თუ არა ეს ადამიანი იმას, რაც დაიმსახურა, რთული სათქმელია. ეტყობა მას სერიოზული მფარველები ჰყავს, რომლებიც შეეცდებიან სხვა მიმართულებით წაიყვანონ გამოძიება“, – აცხადებს მამუკა არეშიძე.

BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

 

Cesko