ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს:
„ე.ი მე ხომ მიყვარს დაკვირვება და დავაკვირდი, ქოცები რომლებიც ცდილობენ რომ ვითომ კრიტიკულები იყვნენ, ვითომ მაინც სადღაც ობიექტურობენ და აი, ბატონო თუ არ ვამბობთ. როგორ იქცევიან იცით? დაწერენ პოსტებს თბილისის საცობებზე ყოველდღე მიუძღვნიან თითო ტექსტს, რა ბასლაინები და რა ველოგზების ხარჯზე სავალი ნაწილის შემცირება, რა დახაზვა ,რა ახალი შუქნიშანი…თბილისს მაგრად მიჩექმავენ ,სინამდვილეში კალაძეს ურტყამენ, მაგრამ სამაგიეროდ ერთს არ დაწერენ და არ იტყვიან ” გლახას” რიკოთზე….შუაზე რომ.გაჭრეს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო,სტრატეგიული მაგისტრალი.. ცენტრალურ ხელისუფლებას აპა აპა არ ეხებიან , წმინდააა… თან ვითომ კრიტიკულები არიან. არადა რა ხდება ?ამ ჩემი პროფესიის გამო სადაც არ მივედი, მიუხედავად იმისა რომ არანაირ პოლიტიკურ რეპირტაჟებს აღარ ვაკეთებ ასეთი დიალოგებია , მაგალითად არქიტექტორთან ვარ და იწყებს ამის გაკეთება შეიძლება, მინდა მაგრამ კალაძე გაჭედავს, კალაძე არ აძლევს უფლებას, მერია ხომ იცით. … ვინ გითხრათ ვეკითხები და რომელიღაც სამინიატროს ასახელებს ხან ეკონომიკაში მითხრეს ხან გარემოს დაცვაში…. მიხვალ მეორეგან და მეწარმეს რაღაცის აშენება უნდა თბილისის განაპირას და მეუბნება ეკონომიკამ კიო მაგრამ აი მერია ხომ იცი არ მომცემს ნებართვას, დამტანჯავს .. ჩვენ კი ბატონო მაგრამ აგერ კალაძე…. მიხვალ სამედიცინო სექტორში და იქაც რაღაც მაგდაგვარს გეტყვიან…. ანუ ეს კალაძე მაგრად არ ევასებათ შიგნით,მაგრად ურტყამენ. მაგან თუ ერათი სხვაგან გააპარა თვალი ცოცხლად შეჭამენ , გამზადებული კი არიან ერთი რას უნდათ ეგ არის…მე კალაძის დამცავად არ გამოვდგები მაგრამ რატომ იკლავს თავს მაგათ გამო ვერ ვხვდები. ყველაფერს მაგას აბრალებენ მაინც …“