11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

0
258
22 Views

ვერძი

დააკვირდით გარემოსა და ვითარებას, შეაფასეთ რამდენად პერსპექტიულია თქვენი გეგმებისა თუ პროექტის ამოქმედება და მიიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, შესაძლოა ,ამ ეტაზე, მისი შეჩერება დაგჭირდეთ.

კურო

დაძაბულობისა და მღელვარების მიუხედავად, თუ ჭკვიანურად მიუდგებით საქმეს, ძალიან შთამბეჭდავ შედეგებს მიიღებთ და საოცრად კარგად წარმოაჩენთ თქვენს პოტენციალს.

ტყუპები

 

ერთდროულად ნუ შეეჭიდებით უამრავ საქმეს, გამოიყენეთ გამოცდილება, დაახარისხეთ ყველაფერი და დაიწყეთ მნიშვნელოვანი, მთავარი საქმეებით, მხოლოდ ასეთი მიდგომით შეძლებთ შედეგების მიღებას და აიცილებთ თავიდან დროის ფუჭად ხარჯვას.

კირჩხიბი

ნუ ილაპარაკებთ სამომავლო გეგმებზე და ოცნებებზე, იკონტაქტეთ მეტი ბუნებასთან, სუფთა ჰაერი და მყუდრო გარემო სასიკეთოდ აისახება თქვენს განწყობასა და ემოციურ მდგომარეობაზე.

ლომი

ყურადღება გამოიჩინეთ გარშემომყოფთა მიმართ და შეეცადეთ, ობიექტურად შეაფასოთ ისინი თავიანთი საქმეებიდან გამომდინარე, სწორად განსაზღვრეთ თითოეულის დამსახურება და მიუჩინეთ სათანადო ადგილი სამსახურსა, თუ პირად ცხოვრებაში.

ქალწული

ემოციებით დატვირთული დღის ფონზე, სასურველია, თავი შეიკავოთ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებისგან. კარგად მოიფიქრეთ ყოველი სიტყვა და ნაბიჯი, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნო შედეგები.

სასწორი

შესაძლოა, ხმაურიანი და მღელვარე საუბარი კოლეგებთან და ახლობლებთან უფრო გართულდეს, მოემზადეთ და გამოიყენეთ დიპლომატიური უნარი და თავი სასარგებლო კუთხით წარმოაჩინეთ.

მორიელი

უამრავ საქმესა და ინფორმაციის დამუშავებას, მარტივად, ინტუიციის დახმარებით, გაართმევთ თავს, მხოლოდ შეუპოვრობით და ძალისხმევით მოახერხებთ წინსვლას, მაგრამ როგორმე დრო უნდა გამონახოთ საკუთარი თავისთვის, იზრუნეთ ჯანმრთელობაზე.

მშვილდოსანი

დღეს მიგიწევთ საკუთარი საქმეების გადადება და სხვა ადამიანებისთვის პრობლემატური საკითხების მოგვარება. ნუ დაკარგავთ კონტროლს მოვლენებზე, რათა საფრთხე არ შეუქმნათ თქვენს ინტერესებს.

თხის რქა

გაგიჭირდებათ ურთიერთობა და კომუნიკაცია, არასტაბილური ემოციური ფონიდან გამომდინარე. სასურველია, მაქსიმალურად მოერიდოთ თავშეყრის ადგილებს. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე.

მერწყული

შესაძლოა, არჩევანის წინაშე დადგეთ: პირადი სარგებელი თუ სამართლიანობა? იმოქმედეთ სწორად, ნუ მიანდობთ არჩევანს ვითარებას, ამგვარად, ბევრ პრობლემას აიცილებთ თავიდან.

თევზები

გაღიზიანებას და დაპირისპირებას კოლეგებთან მარტივად აიცილებთ თავიდან, თუ განმარტოვდებით და რაიმე პირადით დაკავდებით. სიახლეების გასაგებად, გამოიყენეთ ინტერნეტი, წაიკითხეთ წიგნები, ან მოიფიქრეთ რაიმე განტვირთვისთვის.

Cesko