„მამასთან ერთად არ ვიზრდებოდი და დედაჩემის გვერდით მამაკაცი..” – ნახეთ რას ყვება ნუცა ბუზალაძე “მხოლოდ ლელასთან”

0
266
26 Views

ნუცა ბუზალაძე გადაცემის „მხოლოდ ლელასთან” სტუმარია, სადაც დედის და მასთან ურთიერთობის შესახებ საუბრობს.

როგორც ნუცა საუბრობს, დედის უზომოდ მადლიერია, რადგან მან მთელი თავისი ცხოვრება მას მიუძღვნა.

„დედაჩემის მადლიერი ვარ. პირველ რიგში იმიტომ რომ ასეთი ადამიანია. ბავშვობიდან მინდოდა რომ მისთვის ბევრი რამე მეყიდა და ბევრი რამ შემექმნა. ასევე ყველაზე მეტად მინდოდა, რომ ჩემით ეამაყა. ამ პერიოდში ეს მართლაც ასე ხდება. არასდროს ეგონა, რომ ქუჩაში გააჩერებდნენ და ეტყოდნენ: თქვენი შვილი გვიყვარს.

სულ სხვა მომენტია, როდესაც მამასთან ერთად არ იზრდები. დედაჩემის გვერდით მამაკაცი არასდროს არ მინახავს. მან მთელი თავისი ცხოვრება მე მომიძღვნა, შეყვარებულიც არ ჰყოლია, რომ მე ცუდად არ მეგრძნო თავი. 16 წლამდე დედაზე ვიყავი მიჯაჭვული. ამ ადამიანმა ძალიან დიდ სიყვარულში გამზარდა. დღეს მეც შემიძლია ყველა ადამიანის მისამართით სიყვარული გავცე”, – საუბრობს ნუცა ბუზალაძე.

Cesko