,,ქალების 85-90%-ს ეს პრობლემა აწუხებს” – როგორ მოვიშოროთ სახლის პირობებში ცელულიტი მარტივი და ეფექტური გზით

0
2853
30 Views

მისი თქმით, ცელულიტი უამრავი ქალისთვის მოუგვარებელი პრობლემაა, ბევრ ქალს უკვე 18-20 წლის ასაკიდან ბარძაყების, მუცლის და დუნდულოების მიდამოებში უჩნდება დანაოჭებული კანი – ლიპოდისტროფია (ე. წ. ცელულიტი), რაც მათში გულისტკენას იწვევს. მამაკაცებში ცელულიტი იშვიათია.

რა იწვევს ცელულიტს? 

როდესაც საკვებს ვიღებთ, თავის ტვინში გამოიყოფა ბევრი კმაყოფილების ჰორმონი (ბედნიერების ჰორმონი, ენდორფინი), თუმცა ენდორფინის გარდა გამოიყოფა ბევრი ლეპტინიც და ამ ბევრი ლეპტინის ხარჯზე იზრდება ცხიმოვანი ქსოვილის მასა.

კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი განლაგებულია სისხლძარღვის გასწვრივ, როცა ადამიანი ბევრს ჭამს, ეს ცხიმოვანი უჯრედები ზომაში იზრდებიან, სისხლძარღვს შორდებიან, ჟანგბადს და საკვებს ვეღარ იღებენ, საბოლოო ჯამში კვდებიან და ცხიმოვან ქსოვილებს შორის უკვე ლაგდება შემაერთებელი ქსოვილი – ეს არის სწორედ კოლაგენის ბოჭკოები. და გაჩნდა ნაოჭები. ანუ ცელულიტი არის, როდესაც კანში ლაგდება შემაერთებელი ქსოვილი და კოლაგენის ბოჭკოების ხარჯზე იწყება ახლა უკვე ალაგ-ალაგ კანის ჩადრეკა-დანაოჭება.

არსებობს ერთ-ერთი ჰიპოთეზა (რომელსაც ახლა უკვე ეჭვის თვალით ვუყურებთ), რომ ცელულიტის გაჩენას იწვევს  ესტროგენი, ქალური ჰორმონი. ამიტომაც არის მამაკაცებში ცელულიტი იშვიათობა. თუ ქალს აქვს ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია), თავისთავად, ნაკლებია თიროქსინი, ვეღარ წვავს ორგანიზმი ცხიმებს და ამან ასევე შეიძლება გამოიწვიოს ცხიმების ჩალაგება. ჰიპოდინამია – მჯდომარე ცხოვრების წესი, აგრეთვე, იწვევს ცელულიტს.  ეს შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი, ეს შეიძლება იყოს მცირე რაოდენობით წყლის მიღების შედეგი – არ არის გაჯერებული ქსოვილები წყლით და ამიტომ ნაოჭები ჩნდება მასზე.  ეს შეიძლება იყოს ჰორმონული დისბალანსის – ძალიან ბევრი პროლაქტინის შედეგი.

როგორ უნდა ებრძოლოს ქალი ცელულიტს?

პირველ რიგში, უნდა მიმართოს ექიმს, თუმცა სანამ ექიმთან მიხვალ, სახლის პირობებშიც შეიძლება რაღაც რჩევები გაიზიარო.

  1. მიიღე ბევრი წყალი – ნორმის ფარგლებში, მაგრამ იმდენი, რომ შარდი ღია ფერის იყოს. თუ სითხეს მიიღებ საკმარისი რაოდენობით, ქსოვილები გაჯერდება წყლით და ჩადრეკილი უბნებიც ამოიბურცება.
  2. შეასრულე რაც შეიძლება მეტი ვარჯიში – განსაკუთრებით ეფექტურია საჯდომის მიდამოს ვარჯიშები – ჩაჯდომა-ადგომები…. ამ ვარჯიშების შედეგად კუნთები დაიჭიმება, ცხიმოვანი ქსოვილი დაიწვება და ჩადრეკილი უბნებიც გასწორდება.  უამრავი ვიდეო არსებობს იუთუბზე და შეგიძლია იმის მიხედვით გააკეთო ვარჯიშები.
  3. ზოგადად, ეს არის წონაში კლება – ცელულიტის გაჩენას წონაში მატება იწვევს და წონაში კლებაც, თავისთავად, იქნება გამოსავალი ცელულიტისგან. ზედმეტ ცხიმოვან ქსოვილს რომ მოიშორებ, ცელულიტიც ალაგდება, უფრო ნაკლები იქნება.
  4. და კიდევ – რაც შეიძლება ნაკლები სტრესი – როცა ადამიანი სტრესშია, გამოიყოფა ჰორმონი კორტიზოლი. სწორედ მისი დამსახურებაცაა, რომ ჩნდება ლიპოდისტროფიები, ამიტომ შეეცადე, რაც შეიძლება ნაკლები გქონდეს სტრესული ჰორმონი – როგორ? ირბინე, იცეკვე, იმხიარულე, იმღერე, განწყობა შეიქმენი. მეტი სეირნობა, მეტი მოძრაობა…
Cesko