პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაბალის მომსახურების ცენტრი ASAN Service-ი დაათვალიერა

April 8, 17:27
0
174

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან ერთად გაბალის მომსახურების ცენტრში – ASAN Service-ში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა მომსახურების ცენტრი დაათვალიერა და მუშაობის პრინციპს გაეცნო.

ASAN Service-ის ცენტრები სახელმწიფო უწყებების მიერ გასაწევი სერვისების ერთიან და კოორდინირებულ განხორციელებას უზრუნველყოფენ. სერვისცენტრების ფუნქციონირება ეფუძნება ოპერატიულობის, გამჭვირვალობის, პასუხისმგებლობისა და კომფორტის პრინციპებს.

Cesko