“ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ 2023 წლის 4 აპრილს…ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ… ტრაგიკულად გარდაცვალა ამერიკული დემოკრატია”- ვის “უსამძიმრებს” გოგა ხაინდრავა

April 4, 22:17
0
2100

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტისთვის ბრალის წაყენებას ეხმაურება.

ახლახანს ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპი დააკავეს. – (რედ)

„ჩვენო გულმხურვალე პარტნიორებო! ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ, რომ 2023 წლის 4 აპრილს, ნიუ-იორკის შტატის, ნიუ-იორკ სიტის საოლქო სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა პალატაში, მრავალი სენით დაავადებული, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, „ტრამპომანიის“ დიაგნოზით, ტრაგიკულად გარდაცვალა ამერიკული დემოკრატია.

ბატონებს – ჯო ბაიდენს, იან კელის და ადამ კინზინგერს. ქალბატონებს – ნენსი პელოსის, ჯინ შახინს და კელი დეგნანს! გთხოვთ მიიღოთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი! ვგლოვობთ თქვენთან ერთად! ქედმოხრილი ქართველი უკუღმა მედასავლეთეები, შალიკოს ფანჩატურიდან. ქ.თბილისი. საქართველო. 4 აპრილი 2023 წელი“, – წერს ხაინდრავა.

წყარო: imedinews.ge

ბოლო ცნობით, დონალდ ტრამპი დააკავეს.

დონალდ ტრამპი დააკავეს (ვიდეო)

 

 

Cesko