შინევროპელებო, თქვენ რომ ორი გრამი ჭკუა, გონება და განათლება გქონდეთ, აქციებს პარლამენტის წინ კი არა, ევროკავშირის ოფისის წინ უნდა ატარებდეთ!
უნდა აპროტესტებდეთ იმ სახის მოპყრობას, როგორც ევროკავშირი გვეპყრობა – მუდმივად დაგვცინის და გვამცირებს და არასდროს, არასდროს არ გამოუხატავთ მადლიერება იმის გამო, რომ ათასწლეულის მანძილზე საქართველო იცავდა ევროპის გარიბჭეს მუსულმანური ტალღისგან.
საქართველო ღვრიდა მათ დასაღვრელ სისხლსაც და არ მომიყვეთ ზღაპრები ე.წ. ჯვაროსნებზე, რომლებიც სულ სხვა რამეებით იყვნენ დაინტერესებულნი თავის “ბრძოლებში”!
ევროპას პასუხი ჯერ ბიზანტიის იმპერიის დაცემისთვის აქვს მოსათხოვი, რის შედეგმაც, კინაღამ საქართველოც შეიწირა,.
შემდეგ კი სულხან-საბას სახით საქართველოს აბუჩად აგდებისთვის!
ვის რას ეხვეწებით?!
აქეთ გვიკოცნონ ტერფები!
პ.ს. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ეგ თქვენი ევროკავშირი და ნატო თავის კანონებით და შინაგანაწესით თქვენგან მოძულებულ საბჭოთა კავშირზე ბევრად უარესი მოვლენაა!
ამას ჩემი შვილი თავისით, დამოუკიდებლად მიხვდა 10 წლის ასაკში, რაც ევროპროპაგანდონ მასწავლებელს განუცხადა კიდეც და ბავშვებში ისეთი რეზონანსი გამოიწვია, კივილით დამირეკა “პედაგოგმა”, თქვენმა შვილმა გაკვეთილი ჩამიშალაო..
მოკლედ, თავმოყვარეობა და გონი სულ ოდნავ მაინც დაძაბეთ, სულ ოდნავ…
მაია დვალიძე, პუბლიცისტი; სოციალური ქსელი