“ნუ გაგიკვირდებათ თუ ზოგიერთი ევროპელისთვის, ადამიანის ცოცხლად დაწვა დიდ დანაშაულს არ წარმოადგენს, მეტიც, ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა ეს დასააშვები, “აუცილებელი” გარემოებაც იყოს, აი რატომ”

0
1182
22 Views

ნუ გაგიკვირდებათ თუ ზოგიერთი ევროპელისთვის, ადამიანის ცოცხლად დაწვა, დიახ ბატონო, ცოცხალი ადამიანის, ცოცხლად დაწვა, მაინც და მაინც დიდ დანაშაულს არ წარმოადგენს ❗️❗️❗️
უფრო მეტიც, ზოგ შემთხვევაში, მისთვის შესაძლოა ეს დასააშვები, “აუცილებელი” გარემოებაც იყოს ❗️❗️❗️
და აი რატომ :
1 ) ევროპაში, დიახ ბატონო, ევროპაში და არსად სხვაგან კაცობრიობის ისტორიში, რამდენიმე საუკუნე ენთო ინკვიზიციის კოცონი და ღმერთის სახელით ცეცხლზე წვავდნენ ადამიანებს ❗️❗️❗️
2 ) ევროპაში, დიახ ევროპაში და არსად სხვაგან კაცობრიობის ისტორიაში, რამდენიმე საუკუნე იკრიბებოდა “ჯვაროსანთა” მძარცველური “ლაშქარი” და ღმერთის სახელით ხოცავდნენ მუსლიმ ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს, ხოცავდნენ და ძარცვავდნენ მართლმადიდებლებს მუსლიმებთან ერთად ❗️❗️❗️
3 ) შუაგულ ევროპაში, დიახ ევროპაში და არსად სხვაგან კაცობრიობის ისტორიაში, განსხვავებული რელიგიის, თავისევე, მოქალაქეებს, ევროპელებს, ოღონდ ცოტა “სხვანაირებს”, მოუწყვეს “ბართლომეს ღმე”, დანიშნეს “ჰუგენოტების” სახლები და ერთ ღამეს დახოცეს ასობით ათასი “პროტესტანტი”, ბავშვები, ქალები, მოხუცები ❗️❗️❗️
4 ) ევროპაში, აგერ, მე – 20 საუკუნეში, ღუმელებში წვავდნენ ადამიანებს, გაზის კამერებში ახრჩობდნენ ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს, ქუჩებში ხოცავდნენ ხალხს, მხოლოდ იმიტომ რომ ებრაელი იყო ❗️❗️❗️
5 ) შუაგულ ევროპაში, 21 – ე საუკუნეში, ევროპელები ბომბავდნენ ევროპელებს, ოღონდ “ოდნავ სხვანაირებს”, მართლმადიდებლებს, ბომბავდნენ სერბულ ქალაქებს, სკოლებს, ტელევიზიებს, ახლო აღმოსავლეთში ბომბავდნენ მუსლიმთა ქალაქებს, ქორწილებს, გასვენებებს და ხოცავდნენ უდანაშაულო ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს ❗️❗️❗️
და ყველაფერს ამას აკეთებდნენ იმიტომ რომ ეს ხალხი ისეთები არ იყვნენ, ისე არ ფიქრობდნენ და ისე არ ცხოვრობდნენ როგორებიც თვითონ არიან, რაღაც “სხვანაირები” იყვნენ❗️❗️❗️
ჩვენც “სხვანაირები” ვართ, არ ვართ ისეთები როგორებიც ეს “ჯვაროსანი”, “ინკვიზიტორი”, “ბართლომეს ღამის” და “გაზის კამერების” მომწყობი “არიელები” არიან, ღმერთმა დაგვიფაროს ❗️❗️❗️
აღარ გავაგრძელებ და დღეს, აგერ 21 – ე საუკუნეში, ჩამოვიდა ევროპარლამენტის წევრი, ვ ი ო ლ ა ფ ო ნ კ რ ა მ ო ნ ი მივიდა აქციაზე იმ ადამიანის მხარდასაჭერად რომელმაც, ცოცხალ ადამიანს ცეცხლი წაუკიდა, ბენზინი და ზეთი ერთმანეთში აურია ( ხანგრძლივად რომ იწვოდეს ), ბოთლში ჩაასხა, ფითილი გაუკეთა, ფითილს ცეცხლი მოუკიდა და ადამიანს ესროლა, ესროლა რომ ცოცხლად დაეწვა, აი ამ აქციაზე მივიდა და სიტყვა – სიტყვით ეს თქვა :
” შეიძლება სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენი აქვს, მაგრამ სამარცხვინოა მისი გამორჩევა და დაკავებაო” ❗️❗️❗️
იმწუთშივე რომელიმე “ინკვიზიტორი კარდინალი”, ან “ჯვაროსანი” “რაინდი” გამახსენდა, საუკუნეების განმავლობაში რომ ცეცხლზე წვავდენენ ადამიანებს “ევროპული”, “რელიგიური ღირებულებების” გზიდან გადახვევისთვის ❗️❗️❗️
P. S. რა ქნან, “აქა დგანან და სხვაგვარად არ ძალუძთ” ❗️❗️❗️

ჯონდი ბაღათურია, პოლიტიკოსი; სოციალური ქსელი

 

 

Cesko