მთავარი პოლიტიკური სივრცე გიორგი გამსახურდია: ეს რაც დღეს ვნახეთ მთაწმინდის პანთეონში, სცდება ყველანაირ ზღვარს –...

გიორგი გამსახურდია: ეს რაც დღეს ვნახეთ მთაწმინდის პანთეონში, სცდება ყველანაირ ზღვარს – ზვიადის დაღუპვაში ამ ხალხის და ამ ხალხის მმართველის წვლილი ძალიან დიდია

0
1022
30 Views

ეს რაც დღეს ვნახეთ მთაწმინდის პანთეონში,სადაც,პრემიერი და სტუმრები იყვნენ ზვიადის საფლავზე პატივის მისაგებად სცდება ყველანაირ ზღვარს, ეგზალტირებული ბრბო,ამ ხალხს უმასპინძლდებოდა სიძულვილის ენით და ყოვლად დაუმსახურებელი ლექსიკით. – წერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, გიორგი გამსახურდია:

“ბევრ ადამიანთან მქონია და მაქვს კამათი,პაექრობა და ა.შ შეხედულებებთან და პოლიტიკურ გემოვნებასთან დაკავშირებით,მაგრამ ეს არასდროს არ გასცდენია ადამიანურობის ფარგლებს და არც გასცდება.

თუნდაც მტერი,ყოველთვის ჩემგან მიიღებს ბოლო შანსს.

ოჯახი და მიცვალებულები კიდევ, ხელშეუხებელია.

ეს რაც დღეს ვნახეთ მთაწმინდის პანთეონში,სადაც,პრემიერი და სტუმრები იყვნენ ზვიადის საფლავზე პატივის მისაგებად სცდება ყველანაირ ზღვარს, ეგზალტირებული ბრბო,ამ ხალხს უმასპინძლდებოდა სიძულვილის ენით და ყოვლად დაუმსახურებელი ლექსიკით.

სამწუხარო რეალობაა,მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ ზვიადის დაღუპვაში,ამ ხალხის და ამ ხალხის მმართველის წვლილი ძალიან დიდია.

ეს არ არის მარტო ჩემი აზრი,ეს იცის ყველამ, უბრალოდ გარკვეული დელიკატური მიზეზების გამო,ხალხი ამაზე არ საუბრობს.ასევე დასანანია, რომ ამ ვიგინდარების საჭენაოდ იქცა ქართული საზოგადოების მექა,მთაწმინდა”. ვუერთდები და დავამატებ, პანთეონი აგრესიული მარგინალების დოღის ადგილი ნამდვილად არ არის. ეს მავნებლობა ათწლეულებია, არ სრულდება.”

Cesko