კამპანია, სახელად „მიშა კვდება“ წლებია მიმდინარეობს – ეს 1%-ით მართალიც რომ ყოფილიყო, სტრასბურგში სარჩელს მეორე დღესვე შეიტანდნენ – მამუკა მდინარაძე

0
266
33 Views

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მართალი რომ იყოს განცხადებები იმის შესახებ, რომ ექპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიკვდილის პირასაა, მისი დაცვის მხარე სტრასბურგში სარჩელს დაუყოვნებლივ შეიტანდა.

„ეს იყო მათი კამპანია სახელად „მიშა კვდება“. წლებია, მიმდინარეობს ეს კამპანია, რომ ყოველდღე მიშა კვდება. ეს 1 პროცენტით მართალიც რომ ყოფილიყო, ბუნებრივია, სტრასბურგში მეორე დღესვე შეიტანდნენ სარჩელს. რადგან ეს არ გააკეთეს, ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ეს არის „ფეიკკამპანია“ და რუსული სტილის დეზინფორმაციის ნაწილი“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

Cesko