ირაკლი კობახიძე: გაუგონარი მოვლენაა, როდესაც საკუთარი ოჯახი ჩართულია სააკაშვილის თვითდაზიანების პროცესში

0
434
29 Views

რაც შეეხება თვითდაზიანებას, ეს კატეგორიულად მიუღებელია და ოჯახის დამოკიდებულებაც მიუღებელია: შეიტანონ სათანადო კალორაჟის საკვები სააკაშვილთან – ეს არის მათი პასუხისმგებლობა, ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ისინი ამას არ აკეთებენ, რაც სამწუხაროა. გაუგონარი მოვლენაა, როდესაც საკუთარი ოჯახი ჩართულია სააკაშვილის თვითდაზიანების პროცესში. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ძალით ვინმესთვის საკვების მიწოდება არ შეიძლება. პატიმარს არ უნდა „ვივამედისა“ და პენიტენციური სამსახურის საკვების მიღება. იღებს მხოლოდ ოჯახის მიტანილ საკვებს, რომელიც არ არის სათანადო კალორაჟის. სამწუხაროდ, აქ სახელმწიფოს არა აქვს რესურსი, იმოქმედოს სხვანაირად. ეს არის საერთაშორისო სტანდარტი“, – აღნიშნა კობახიძემ.

Cesko