48 Views
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე შალვა რამიშვილზე:
„მე არ ვარ სამართალდამცავი უწყება, ამიტომ ვერ გავაკეთებ სამართლებრივ საკითხებზე დღეს კომენტარს, ეს არის სამართალდამცავი უწყებების საქმე. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, მე ყველას მოვუწოდებ, შეწყვიტონ პოლიტიკური შეტევა შალვა რამიშვილზე, ეს არის სუფთა პოლიტიკური მიზნებით და მოტივებით ნაკარნახევი შეტევა, აქედან გამომდინარე, მე ვერ ვიქნები რა თქმა უნდა, ამ კამპანიის მხარდამჭერი.
POSTV გადავიდა მესამე ადგილზე, გაასწრო “მთავარ არხს”, გაასწრო ყველა ოპოზიციურ არხს, ეს არ მოსწონს, რა თქმა უნდა, ოპოზიციას, აქედან გამომდინარე დაიგეგმა კონკრეტული კამპანია შალვა რამიშვილის წინააღმდეგ, რომელიც არის “პოსტივის” ერთ-ერთი სახე”