ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში ახალ გზავნილს აქვეყნებს:
„ფარსმან სპარსებო!
საკუთარ ქვეყანაში უსამშობლოდ დარჩენილებო!
ხელმოცარულო, უპრინციპო, უთავმოყვარეო ნაცებო!
თქვენი ტოლი და სწორი ნახეთ!
“იქნებ დაილეწოს ეს ქვეყანა, ახალში მაინც მიმიწვევენ ხუროთმოძღვრად”-ეს ხომ თქვენი სიტყვებია ფარსმანივით გულღრძოებო!
მაგრამ არაა ეს ქვეყანა თქვენი დასანგრევი, არც ასარევი, არც გასაწირი, არც აბუჩად ასაგდები.
ვიცით, ვიცით, რომ “ჩვენში ყველა ნაბიჭვარს აზნაურობა უნდა, ყველა ნაცარქექიას- მთავარსარდლობა”, აგერ, სალომესაც ახრჩობს პირველკაცობის ზღვარსგადასული სურვილი. მაგრამ არაა მაგისი დრო. არც მასავით უსამშობლოების, მოღალატეების დროა ახლა…
დაოკდით! ჭკუას მოეგეთ! თორემ, ცოტაღა დარჩა და თქვენც მიშასავით თხლეს გადაყვებით! “ , – წერს ხოფერია.