“ავტობუსში კაცი გახდა ცუდად…აღმოჩნდა, დილით სისხლი ჰქონდა ჩაბარებული…კარტოფილი და ვაშლი მაგ ფულით ჰქონდა ნაყიდი…” – რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში

0
600
21 Views

“ავტობუსში მამაკაცი გახდა ცუდად, რომელიც ახალგაზრდა კაცის გვერდით იჯდა, ამ ახალგაზრდა ბიჭმა გაჩერება მოითხოვა და დაბლა ჩაიყვანა. რაღაცას ეძებენ და ვერ მიაგნეს, მეთქი ალბათ წამლებია. აღმოჩნდა, რომ წამლები კი არა, ერთი ტომარა (ხახვის შესანახად რომ ვიყენებთ ეგეთი, მოზრდილი) კარტოფილი იყო, რომელსაც ერთი-ორი კილო ვაშლი ელაგა ზედ და კიდევ ერთი ზურგჩანთა. ძააან ნერვიულობდა, რომ არ დაეკარგა თავისი ნივთები. ავტობუსი წავიდა, ჩვენ სასწრაფო გამოვიძახეთ. ჰაერზე უკეთ ვარ, გავყვეთ აწი სხვა ავტობუსსო, ვუთხარით, რომ სასწრაფო უკვე გზაში იყო და დავლოდებოდით. ვერ მოისვენა და ცოტა ხანში ეგ ბიჭი ცალკე გაიყვანა. აღმოჩნდა, რომ დილით სისხლი ჰქონდა ჩაბარებული. სულ 46 წლის იყო და ბევრად დიდს ჰგავდა. ის რაღაცებიც მაგ ფულით ჰქონდა ნაყიდი, სავარაუდოდ. ხშირად ვაბარებო. ამ ბიჭმა შოკოლადი უყიდა. ისე ინერვიულა ძააან შეგაწუხეთ ყველაო.

აი, ამ დედანატირებ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ადამიანებს სისტემატიურად უწევთ სისხლის ჩაბარება, რომ ოჯახებში საკვების შეტანა შეძლონ” – წერს ანი ვეზდენი.

Cesko