„მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას“ – თეა წულუკიანი

0
289
34 Views

კულუარულად გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იგეგმება სამთავრობო ცვლილებები და ზურაბ აზარაშვილს კულტურის ახლანდელი მინისტრი შეცვლის, თეა წულუკიანი ასე პასუხობს:

“ჩემი განხილვა ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე გახლავთ წმინდა წყლის სპეკულაცია, ისევე როგორც არაერთ სხვა ადგილას. ასე ხდება, როდესაც იმ ადამიანებს, ვისაც არ მოსწონთ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში რა პოლიტიკაც დღეს ტარდება, შემდეგ დასხდებიან, ადგილებიც ვიცი სადაც მსჯელობენ და თათბირობენ, ჩვენივე სისტემაში ხდება, ითათბირებენ და გადაწყვეტენ, რომ მალე გვეშველება, გადადის ამა და ამ სამინისტროში. ეს მე მგონი რიგით მეოთხე სამინისტროა, სადაც გამამწესეს. მაგრამ, მათ მინდა მივუსამძიმრო, რომ მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას და არჩევნების მერე მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება მქონდეს სათქმელი”

Cesko