ზურაბ აზარაშვილი: დაახლოებით 200 მილიონი ლარით ნაკლების გადახდა მოუწია ჩვენს მოსახლეობას იმ მედიკამენტებში, რომლებიც თურქეთიდან შემოდის

0
263
22 Views

შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ დაახლოებით 200 მილიონი ლარით ნაკლების გადახდა მოუწია ჩვენს მოსახლეობას იმ კონკრეტულ მედიკამენტებში, რომლებიც გასული წლის თებერვალ-მარტიდან თურქეთიდან შემოდის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ქრონიკაში განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი დანაზოგია ჩვენი მოქალაქეებისთვის.

„დაახლოებით, 100 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა ამ შეღავათით“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

2022 წლის იანვარში თურქეთის ბაზარი გაიხსნა და საქართველოში მაღალი ხარისხის მედიკამენტების შემოტანა დაიწყო.

Cesko