,, პირადად მე იქ მივიდოდი…” – რას სთავაზობს ახალ თაობას გია ხუხაშვილი

March 26, 16:01
0
171

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:

,,რადგან 9 აპრილს დაანონსებული ორი აქცია ისევ წარსულსა და აწყმოს შორის მობეზრებულ და უპერსპექტივო არჩევანს გვთავაზობს, კარგი იქნებოდა, ახალ თაობას, რომელმაც აჩვენა თავისი ძალა და შემართება, დაენიშნა მესამე აქცია.

ამით ეჩვენებინა, რომ ისინი უარს ეუბნებიან მანკიერ წარსულს, მანკიერ აწმყოს და ირჩევენ მომავალს.

ეჩვენებინა, რომ ისინი მეტნი არიან, რომ მომავალი მათ ეკუთვნით, რომ არ არიან დამძიმებული წარსულის შეცდომებით და ცოდვებით, უყვართ ეს ქვეყანა და იციან როგორ მოუტანონ მას თავისუფლება და კეთილდღეობა.

ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნის, ამ ქალაქის მაცხოვრებელთა უმრავლესობა სწორედ მათთან მივა და ამით იტყვის თავის სათქმელს – რომ დროა უკან მოვიტოვოთ ზიზღით და სიძულვილით გაჟღენთილი წარსული და აწმყო…ვიფიქროთ მომავალზე…

პირადად მე იქ მივიდოდი…”

Cesko