სახლი უჩვეულო ადგილზე იდგა – საფლავთან ძალიან ახლოს. ეს ძველი, მიტოვებული ნაგებობა იყო. იკას ამ დღემდე არ უფიქრია, მაინცდამაინც ამ ადგილას რატომ ააშენეს სახლი ბებიამ და ბაბუამ. მას ამაზე საფიქრალად დროც არ ჰქონდა. ახლა კი, ბიჭს უბრალოდ გარემოს შეცვლა სჭირდებოდა. გაუსაძლისი ეჩვენებოდა დედის და მამინაცვლის გვერდით ცხოვრება, რომლებსაც საერთოდ არ ესმოდათ მისი. ის ოცნებობდა, რომ ზაფხული სიმშვიდესა და სიწყნარეში გაეტარებინა. იკა საერთოდ არ ფიქრობდა თავდგადასავლებზე, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც მოხდა მის თავს, თან, საკმაოდ მისტიური გზით. ამ სახლში ყველაფერი აუცილებელი იყო. ნივთები ისე იყო დატოვებული, როგორც ბებია-ბაბუის სიცოცხლეში. სახლში თეთრეულიც იყო და ელექტროღუმელიც. ამიტომ, ის მშვიდად დასახლდა იქ. იკას რამდენიმე დღე ჰქონდა აქ გატარებული, როცა სასაფლაოს შესახებ გაახსენდა, რომელსაც მისი სახლის ფანჯრები გადაჰყურებდა. მან იცოდა, რომ ეს დიდი ხნის მიტოვებული სასაფლაო იყო. აქ ისეთი ძველი იყო ყველაფერი, რომ ბევი საფლავიც კი აღარ გაირჩეოდა. ალბათ ის ადამიანებიც, რომლებმაც აქ მიცვალებულები დაკრძალეს, თავადაც დიდი ხანია, აღარ იყვნენ ცოცხლებს შორის.
ბიჭი ძველ სასაფლაოზე მიდიოდა საფლავებს შორის და უცებ, ჩურჩული მოესმა – „გაიქეცი“!
18 Views