რამზან კადიროვი მედლით „რესპუბლიკის დამსახურებული უფლებადამცველი“ დააჯილდოვეს

March 25, 11:27
0
133

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა კომისარმა რეგიონის მეთაური რამზან კადიროვი დააჯილდოვა მედლით „ჩეჩნეთის რესპუბლიკის უფლებათა დამსახურებული დამცველი“. ამის შესახებ TASS-ი იტყობინება.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, კადიროვმა მიიღო მედალი „მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დაცვის, გამბედაობისა და ჩეჩენი ხალხის ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფის საკითხებში, ტრადიციული ღირებულებების ერთგულებისთვის და მოვალეობის ერთგულებისთვის“.

ამასთან, ანალოგიური ჯილდოები გადაეცათ რეგიონული საზოგადოებრივი ფონდის პრეზიდენტს – აიმან კადიროვას, რომელიც რამზან კადიროვის დედაა, და ჩეჩნეთის პირველ პრეზიდენტს, ახმატ-ჰაჯი კადიროვს (კადიროვის მამას).

ცნობისთვის, თებერვალში რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიიღო.

Cesko