“ვისია ეს ქვეყანა, სახელად “საქართველო”?” – მაია დვალიძე

March 24, 13:36
0
298

ვისია ეს ქვეყანა, სახელად “საქართველო”?
იმის, ვისაც ენაზე მხოლოდ დასავლური და ევროპული ღირებულებები აკერია თუ იმის, ვისთვისაც ყველაფერზე წმინდა ქართული ფასეულობებია?!
დაუკვირდით, “ევროპული ღირებულებები” და “ქართული ფასეულობები” – რომელი ასახავს ამ ქვეყანას, საქართველოს?
რომელი იდეოლოგიაა ჩვენი ქვეყნისთვის ღირებული, მისი არსებობის განმსაზღვრელი – ევროპულ ყაიდაზე მოქცევა თუ ქართულ იდენტობაზე დგომა?!
საქართველო ქართული კულტურისაა, მის მიწაზე საუკუნეობით მცხოვრები მრავალი ეროვნების ხალხით! ერთმანეთის პატივისცემით ვცხოვრობთ საუკუნეებია!
დღეს კი ყველას ევროპაში გვექაჩებიან, ევროპაში, რომლის იდეოლოგიაშიც აღარაფერია წმინდა კი არა, ადამიანურიც კი!
სა-ქართველო ქართული იდეოლოგიისაა, ქართული კულტურისაა, ქართული ფასეულობებისაა და ეს არასდროს არ უნდა შეიცვალოს, არასდროს!!
ქართულს იცავდა სისხლით ჩვენი მამა-პაპა, ქ ა რ თ უ ლ ს !!!
მხოლოდ ქართული აძლიერებდა სა-ქართველოს!!!!
ამას თუ დავკარგავთ, თუ სხვა ერების ღირებულებებზე და სხვა ერების აზროვნება და ქცევებზე გადავალთ, აღარ იარსებებს ჩვენი ქვეყანა, დარჩება მხოლოდ ტერიტორია უსახო არსებებით, მიწის ნაგლეჯი, ერთმანეთში აღრეული უსახო ხალხით!
დღევანდელობა არც თემურ ლენგის შემოსევებია, არც შახ აბასის.
ეს “დასავლური ღირებულებები” და “ევროინტეგრაცია” გაცილებით მზაკვრული და გამანადგურებელი რამეა, რადგან ის ღიმილით და ცრუ კამფეტებით გვიპყრობს, ნელ-ნელა გვწოვს სისხლს! ცნობილია, როდესაც ადამიანი ნელ-ნელა იცლება სისხლისგან, “სასიამოვნო ბურუსი” შემოდის მასში, სწორედ ამ დღეში ვართ ეხლა – “სიკვდილით ტკბობაში”!
აქამდე თუ ბევრი რამ არ ვიცოდით, ბევრიც კი წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, (რადგან ნორმალური ადამიანისთვის, შეუძლებელიც კია წარმოიდგინო მსგავსი უზნეობების სახალხოდ და სიამაყით დემონსტრირება, რასაც ევროინტეგრატორებისგან ვხედავთ) ბევრი რამ კი ბურუსით იყო მოცული, ბოლო ერთმა წელიწადმა, გლობალურად თუ ლოკალურად განვითარებულმა მოვლენებმა, ხომ ნათლად დაგვანახა ვინ ვინაა და ვის რა სურს?!
ამ ქვეყნად მთავარი ხომ სიმართლეა?!
სიმართლე კი ერთია – ევროინტეგრატორებს სურთ “ევროპა-ამერიკის” ძახილი, რადგან ამაში იღებენ ფულს, ამით ცხოვრობენ, ესაა მათი სამსახური და არად დაგიდევენ შედეგებს!
მათთვის მთავარია დღევანდელი ფული და პირადი კეთილდღეობა, საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილება!
ხოლო ქართველობას გვსურს ქართული საქართველო თავის ენით, მამულით, სარწმუნოებით და ასევე რაც მთავარია, პატიოსანი შრომით!!!
ემიგრანტი ან ჩვეულებრივ სამსახურში ან მიწაზე მშრომელი ევროინტეგრატორი გინახავთ? (მათ სექტას არ ვგულისხმობ) – ვერც ნახავთ, რადგან, ვიმეორებ, მათი სამსახური ევროპა-ევროპის ძახილით ამ ქვეყნის სინგაპურიზაციაა, ამაში იღებენ ხელფასებს, ერის გაყიდვაა მათი შემოსავლის წყარო!
ჩვეულებრივ, ქართულ ქართველებს კი სულ სხვა რამ გვინდა – მამა-პაპათა დანატოვარის მოვლა-პატრონობა გვინდა, პატიოსანი შრომა გვინდა, სიყვარულით და სითბოთი სავსე საქართველო გვინდა, სიმშვიდე გვინდა, აყვავებული სოფელი გვინდა, აყვავებული წარმოებები გვინდა, ერის გამრავლება და გახარება გვინდა და ამ ყველაფრით უფლის დიდება გვინდა!!!!
ხოდა, ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა,
ვისი მონაპოვარია
“ყორღანაშვილების” თუ “ბარათაშვილების”?!

მაია დვალიძე, პუბლიცისტი; სოციალური ქსელი

Cesko